თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორს თაკო ჩხეიძეს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენელს ჯაბა სიხარულიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში ახალგაზრდა და დამწყებ დიზაინერთა პოტენციალის გაზრდასა და მათ ხელშეწყობაზე იმსჯელეს.
თაკო ჩხეიძემ დეპუტატს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გამართული „თბილისის მოდის კვირეულის“ ღონისძიების შედეგებსა და მიღწევებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ „თბილისის მოდის კვირეულმა“ დიზაინერებს წელს განსაკუთრებით დიდი წარმატება მოუტანა. მისივე თქმით, წელს მოდის კვირეულის ფარგლებში, თბილისს რამდენიმე მსხვილი კომპანიის ე.წ. buyer-ი (მყიდველი) ესტუმრა, რომლებიც მონაწილე დიზაინერების შემოქმედებით დაინტერესდნენ.
თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კულტურული მეწარმეობის ფესტივალი გაიმართება, რომელიც დეპუტატის ინიციატივით გასულ წელს დაარსდა და რომლის მიზანი დამწყები დიზაინერების ხელშეწყობა, მათთვის მნიშვნელოვანი აქტივობების, ვორქშოპებისა და მასტერკლასების მოწყობა იქნება.
2015 წელს ფესტივალის ფარგლებში არაერთი ტრენინგი და გამოფენა ჩატარდა, დაფუძნდა საქართველოს ტრადიციული რეწვის ოსტატთა გილდია, ჩატარდა ვორქშოპები, ასევე გამოიცა სახელმძღვანელო „როგორ ვაქციოთ რეწვა ბიზნესად“ და წიგნ-კატალოგი- „თბილისური საჩუქარი.“
თამარ ტალიაშვილი თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებს შეხვდა
14/04/2016