თამარ ჟვანია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

28/10/2016

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, 30 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს.
თამარ ჟვანიამ NDI-ს დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების შესახებ და ცესკოს მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე, რომელიც არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების მიზნით განხორციელდა. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს 8 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის რეაგირებებზე.
როგორც თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ორგანიზებისთვის.
დღევანდელ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და ცესკოს სპიკერი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0