თამარ გაბუნიამ ინიციატივა „თბილისისი-კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

06/08/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ინიციატივა „თბილისისი-კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა, კიბოს უკეთესი მართვის მიზნით, ქალაქის მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, ამ მიმართულებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობასა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებს. პროექტის ფარგლებში, კიბოსთან ბრძოლის მიზნით, მულტისექტორული აღმასრულებელი კომიტეტი და სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა. საწყის ეტაპზე, საჭიროებები შეფასდა და სიტუაციური ანალიზი გაკეთდა, რის შედეგადაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა. გეგმის ძირითად მიმართულებებს კიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოგეხსენებათ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს პაციენტთა კავშირსა და C/Can “City Cancer Challenge” ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.
შეხვედრას აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიშვილი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0