თამაზ სუჯაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული მგზავრები მოინახულა

10/01/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თამაზ სუჯაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული მგზავრები მოინახულა და საკვები ჩაუტანა. თამაზ სუჯაშვილმა მათ კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობაც გააცნო.
მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებთან ერთად, გზებზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს. პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება.
კობი-გუდაურის მონაკვეთზე, 8 იანვარს, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0