თამაზ მეჭიაური ახმოვანებს თავის პოზიციას

25/03/2016

თამაზ მეჭიაური ახმოვანებს თავის პოზიციას, მაგრამ ეს აზრი შეიძლება სხვასაც გააჩნდეს, – განაცხადა მანანა კობახიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას იმის შესახებ, რომ თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ ისინი, ვიზეც მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს.

“ბატონი ბიძინა იყო კოალიციის ლიდერი. მისი შექმნილია ეს გუნდი, მისი დაფუძნებული პარტიის წევრია ბატონი თამაზ მეჭიაური და თუკი გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ მის აზრს ვემხრობით და ვეთანხმებით, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა ამ შემთხვევაში ბატონი თამაზი ახმოვანებს თავის პოზიციას, მაგრამ ეს აზრი შეიძლება სხვასაც გააჩნდეს, მე სხვისგანაც მომისმენია”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0