თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი

16/03/2016

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე მან განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსს სურს გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტი და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ.

“საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”, – აღნიშნავს კარასინი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0