თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

13/10/2023

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სხდომაზე თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ მთავრობის წარდგინება განიხილა. საკითხი პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გააცნო.
2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0