თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს

Saturday September 23rd, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს.
„თავდაცვა და უსაფრთხოება“ საშუალო საფეხურის არჩევითი საგანია, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გააცნობს.
არჩევითი საგნის სტანდარტის შესახებ დღეს თავდაცვის უწყებაში იმსჯელეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების, ასევე საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში დანერგვის საკითხებს შეეხო.
საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს შემუშავება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის #393 ბრძანებით დაევალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0