თავდაცვის სამინისტროში „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“ შეიქმნა

Friday October 6th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“ შეიქმნა. ფონდი მიზნად ისახავს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიებთან, როგორიცაა Azalea Charity, Allied Forces Foundation და სხვა. აქტიური თანამშრომლობა იგეგმება საქართველოს კერძო სექტორთანაც.
„დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის“ დახმარებით და ამერიკული კომპანია Azalea Charity-ის მხარდაჭერით, ერთ-ერთი პროექტი უკვე განხორციელდა.
ფონდის ნაწილობრივი დაფინანსებით, 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ თემურ იოხმუსაშვილის მეუღლემ – ხატია გოგნელაშვილმა 6-თვიანი ჭრა-კერვის კურსი ნატალია ფერაძის NGGN სამკერვალოში გაიარა. კურსის დასრულების შემდეგ ფონდისა და NGGN-ის დირექტორებმა პაატა პატიაშვილმა და ნატალია ფერაძემ ხატია გოგნელაშვილს სპეციალური სერტიფიკატი გადასცეს, რაც მომავალში მის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0