თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნა

Tuesday August 8th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ეკლესიის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.
ქვაჯვარი, სადაც მეომრების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა აკურთხა.
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ეკლესიაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა, მათი გმირობის ისტორია გაიხსენა, ოჯახებს გმირი შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.
მემორიალის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0