ზღვაში პლაჟწარმომქმნელი მასალის შეტანა მიმდინარეობს

20/04/2017

ქობულეთის სანაპიროზე ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად სამუშაოები მიმდინარეობს. ზღვაში პლაჟწარმომქმნელი მასალის შეტანა სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ქობულეთის სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. განსაკუთრებული ზიანი მას 2014–2015 წლებში მიადგა. გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით სპეციალისტების მიერ მოხდა სანაპირო ზოლის ავარიული უბნების დეტალური კვლევა და შეირჩა სამი ლოკაციის ადგილი, სადაც ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად ყოველწლიურად მოხდება ნატანის შეტანა. სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე წელს პლაჟზე 195 000 მ3 მოცულობის პლაჟშემქნელი მასალის შეტანა მოხდება, ხოლო მომდევნო წლებში სანაპიროზე 50 ათას მ3 მოცულობის ინეტრული მასალა ჩაიყრება. ნაპირდამცავი სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 2 271 087 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0