ზურაბ ჩეკურაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა

14/06/2016

საქართველოს ფიტოსანიტარიულ შესაძლებლობებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები შეაფასებენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამა განიხილეს, რომელიც საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების შესწავლას გულისხმობს.
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ფიტოსანიტარიული პოტენციალის, მიღწევებისა და გამოწვევების შესწავლას, რის შედეგადაც შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
„ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს ფიტოსანიტარიული სისტემის შესაძლებლობებს.“- განაცხადა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორაგანიზაციის (IPPC) პროგრამის სპეციალისტმა ორლანდო სოსამ
საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების შესწავლის ერთწლიანი პროგრამა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0