ზურაბ სეხნიაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

10/04/2019

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი დუშეთის მუნიციპალიტეტს, საელჩოს პირველ მდივანთან, ტატიანა კოვპაკთან ერთად ესტუმრა. უკრაინელი დიპლომატები მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ინაშვილმა მიიღეს. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა დაგეგმილ კულტურულ კავშირებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს, მათ ასევე ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს წინაშე არსებულ საერთო პერსპექტივებსა და გამოწვევებს.
ზურაბ სეხნიაშვილმა ელჩს ქალაქში მიმდინარე პროექტები გააცნო და სამომავლო პარტნიორობის გეგმებს შეეხო. გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის დეტალებზე გაამახვილეს ყურადღება.
ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სტუმრებმა მოინახულეს დუშეთის განახლებული ბულვარი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ილია ზაქაიძის სახელობის რეაბილიტირებული კულტურის სახლი, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის შენობა (ყოფ. მუსიკალური სკოლა), ბაზალეთის ტბა და ასევე ესტუმრნენ დუშეთის ლიეტუვურ-ქართული კულტურის ცენტრს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი საქართველოში ტატიანა კოვპაკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი და დუშეთის ლიეტუვურ – ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0