სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი ბაზალეთისა და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან კონსულტაციები გამართეს და განუმარტეს, რომ მათ საშუალება მიეცემათ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროგრამით გათვალისწინებული სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფლებში 10-დან 20 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფელ მჭადიჯვრის მოსახლეობამ აღნიშნული თანხით სპორტული დარბაზის და მინისტადიონის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ახალ კადოეთში და ზემო შუახევში პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა გადაწყდა, ებნისში – სასმელი წყლის ჭაბურღილზე დარჩენილი სამუშაოების დასრულება, ჭონტილში – გზის რეაბილიტაცია, ჩრდილელიანთკარში – სასმელი წყლის ჭაბურღილის რეაბილიტაცია, ჩუბინიანთკარში – სანიაღვრე არხის მოწყობა, ბაზალეთში – გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა, გრიგოლაანთკარში – გარე განათება და არსებული წყაროს წყლის სისტემის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 18 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით იმართება და ყველა სოფელს მოიცავს.
ზურაბ სეხნიაშვილი, ბაზალეთისა და მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
03/02/2020