სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მენეჯერმა ლია ბაბლუანმა, რეგიონული სასწავლო ცენტრის კოორდინატორმა ზურაბ კლდიაშვილმა და პროექტების მართვის მენეჯერმა მარიკა ციბაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სკოლის სასწავლო პროგრამების, საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
სკოლა საჯარო სექტორში მომუშავე და სხვა დაინტერესებული პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს. ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში კი მათ საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს შეიქმნა. დარგობრივი კურსების პარალელურად დაწესებულება 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა და მობილურ ჯგუფებში ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ქართული ენის შესწავლის კურსებს ახორციელებს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმოადგენლები ბოლნისის მერს შეხვდნენ
09/07/2019