ზურაბ პატარაძე „ყაზმუნაი გაზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

06/07/2017

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ ფინანსთა მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ყაზახური კომპანიის, „ყაზმუნაი გაზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას ყაზახური მხრიდან ესწრებოდნენ, ვიცე-პრეზიდენტი დაურენ კარაბაევი, აქტივების დეპარტამენტის დირექტორი ლუიზა აკანოვა და სერვისების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კაირათ ასკაროვი. შეხვედრას ესწრებოდა ასევე „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“-ს გენ.დირექტორი ბახიჯან ნამაევი. შეხვედრა საინვესტიციო მიმართულებით ახალი წინადადებების განხილვას ემსახურებოდა. ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, ყაზახური მხრიდან გაზრდილია ინტერესი საქართველოს, კერძოდ, აჭარის რეგიონის მიმართ, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობა. მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლევანდელ სეზონზე კვირაში 100-მდე ფრენა ხორციელდება 38 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთიდან 6 რეგულარული და ჩარტერული ფრენა. ყაზახურმა მხარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკომომიკის მინისტრს საინვესტიციო მიმართულებით თავიანთი წინადადებები გააცნო. მხარეებს შორის ახალ საინვესტიციო პროექტზე მუშაობა განხილვის პროცესშია. „ყაზმუნაი გაზი“ ყაზახეთში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0