ზურაბ პატარაძე ,,ქობულეთობას“ დაესწრო

30/06/2017

აჭარის მთავრობის თავჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს ,,ქობულეთობას“ დაესწრო. დღესასწაული ქობულეთის ზღვისპირა პარკში გაიმართა და მას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
სახალხო ზეიმის ფარგლებში ცენტრალურ პარკში ცნობილი ქობულეთელების პორტრეტები გამოიფინა. გამოვლინდა საპატიო ქობულეთელი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.
,, დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ „ქობულეთობას“, ნამდვილი სახალხო ზეიმია. დაგეგმილია უამრავი საინტერესო ღონისძიება. ქობულეთობას ჩვენთან ერთად აღნიშნავს უცხოელი სტუმრები, მათ შორის ქობულეთთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. მინდა ყველა ქობულეთელს მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მათ წარმატებული ტურისტული სეზონი, ხვავი, ბარაქა და კეთილდღეობა“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
დღესვე, ქობულეთსა და პოლონეთის ქალაქ ობორნიკს შორის, საზეიმო ვითარებაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა მოინახულეს და ღვინის სახლი დაათვალიერეს.
ღონისძიების ფარგლებში ამფითეატრში საბავშვო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართა, პარკის ტერიტორიაზე კი – იმიტირებული ქობულეთური ქორწილი. სახალხო ზეიმი დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0