ზურაბ პატარაძე ქედას სტუმრობდა

30/07/2016

აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედას პირველად სტუმრობდა. რეგიონის პირველმა პირმა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის ავტომობილების გადაცემის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. პირველი მაისისა და მერისის ამბულატორიებისათვის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანები ადგილობრივმა თვითმმართველობამ 54 000 ლარად შეიძინა, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმები ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში 645 კომლს მოემსახურებიან. სოფლის ექიმებს ავტომობილის გასაღები ზურაბ პატარაძემ ქედის გამგებელთან დავით დუმბაძესთან და აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან ერთად გადასცა.
მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებსა და შეკრებილ საზოგადოებას გაესაუბრა. შეხვედრა თბილ გარემოში მიმდინარეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0