21-23 ივლისს მეხუთე საერთაშორისო ღია თასს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ ბათუმი უმასპინძლებს. ფესტივალი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სასტუმრო „ეიფორიაში“ გახსნა. ინტელექტუალურ თამაშში 400-მდე ქართველი, აზერბაიჯანელი, ბელარუსელი, გერმანელი, ესტონელი, ებრაელი, ლიტველი, მოლდოველი, რუსი, სომეხი, უკრაინელი და ჩეხი მოაზროვნეები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე სათამაშოდ მსოფლიოს არაერთი უძლიერესი მოაზროვნე ჩამოვიდა. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 20 გუნდი დაიცავს. ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!” და „ხამსა“. აგრეთვე, შაბათს საღამოს ფესტივალის პროგრამით გაიმართება „რა? სად? როდის?“ ტურნირი სახალისო და იუმორისტულ შეკითხვებზე. კვირას, 23 ივლისს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში“ ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს. ფესტივალი აჭარის ა.რ. მთვარობის მხარდაჭერითა და პირადად მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პატრონაჟით ტარდება.
ზურაბ პატარაძემ ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი გახსნა
21/07/2017