ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

16/11/2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულთან იასინ თემიზქანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. კონსული ქ. ბათუმში დიპლომატიურ საქმიანობა უახლოეს პერიოდში დაასრულებს და მოღვაწეობას კვიპროსის რესპუბლიკაში გააგრძელებს.
იასინ თემიზქანთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს.
ზურაბ პატარაძემ კონსულს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა თურქეთის საკონსულოს როლზე ორ მეზობელ ქვეყანასა და რეგიონთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.
კონსულმა მადლობა გადაუხადა რეგიონის ხელმძღვანელს აჭარაში მისი მოღვაწეობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
იასინ თემიზქანი აჭარაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულად 2014 წელს დაინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0