გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში იმყოფებოდა. ზურაბ ნასარაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბუკისციხის ახალი საბავშვო ბაღი დაათვალიერა და პატარებს საჩუქრები გადასცა. აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ ორგანიზებით იმართება. მსგავსი საჩუქრები უკვე გადაეცათ ლანჩხუთისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსაც.
ზურაბ ნასარაიამ სოფელ ბუკისციხის საბავშვო ბაღი მოინახულა
18/02/2019