გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ მოადგილესთან, მუნიციპალიტეტების მერებთან, მათ მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე გამახვილდა. ასევე, იმსჯელეს 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ და პრიორიტეტულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ზურაბ ნასარაიამ, მუნიციპალიტეტების მერებთან, მათ მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა
18/09/2019