ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ყველა მიმართულება – ტიხრული და ვიტრაჟული მინანქარი, ჭედურობა, ფერწერა, გრაფიკა.
ზურაბ ბერსენაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი. მუშაობდა ქ. თბილისის სამხატვრო კომბინატში მხატვარ-გამფორმებლად. მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრიბ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში-ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიაში. გამოფენა გაგრძელდება 15 დეკემბრამდე
ზურაბ ბერსენაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა გაიხსნა
09/12/2017