საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და EBRD-ის ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-ის ახალ სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, მის გამოწვევებსა და პრიორიტეტებს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით.
ზურაბ ალავიძე EBRD -ის წარმომადგენლებს შეხვდა
13/12/2016