ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა

29/09/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და პროექტების მონიტორინგს აგრძელებს.
ამჟამად, მინისტრმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან ერთად რუსთავში შიდა ეზოებსა და ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე რუსთავის 70-მდე ეზოს კეთილმოწყობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.
ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0