ზურაბ ალავიძემ ჭიათურა-სკინდორის 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა

Wednesday October 25th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონების მასშტაბით შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული გზების აღდგენა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
ამჯერად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭიათურა-სკინდორის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კეთდება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის გზა და გრუნტის სანიაღვრეები.
ნოემბრის ბოლოდან, ადგილობრივები ახალი გზით უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებენ. პროექტის ჯამური ღირებულება 1, 5 მლნ ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0