საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის გახსნას დაესწრო, რომლის მთავარი თემაა – “ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის”. რიგით 75-ე ასამბლეაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვითაც წარდგება. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე იღებენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა ჰანს კლუგეს „ჯანმო“-ს მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებასა და მათი ექსპერტების
ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის გახსნას დაესწრო
23/05/2022