ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სამინისტროს წარმომადგენელმა, კომისიის წევრებს, საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2024-2028 წლების ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა, რომელიც შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერებასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გულისხმობს. დოკუმენტი, ასევე, მოიცავს, შრომის ბაზარზე, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. კომისიის სხდომაზე განიხილეს, „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის“ 2023 წლის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციებიც. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა
19/12/2023