არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურმა“ ზუგდიდში ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი გაიხსნა, ცენტრის მიზანია ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, აგრეთვე დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და ქცევის კორექციაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება. ცენტრი დაზარალებულებთან ერთად მოძალადეებთანაც განახორციელებს მუშაობას. პროექტი მხარდაჭერილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის პრეზენტაციას საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სამართალდამცავები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზუგდიდში ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი გაიხსნა
05/11/2019