სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსწავლეებისთვის ოქროს და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონიალში მიიღეო მონაწილეობა. ოქროს მედალი 26 მოსწავლეს, ხოლო ვერცხლის მედალი 14 მოსწავლეს გადაეცა. ნინო ვიბლიანმა მედლების მფლობელებს წარმატებები უსურვა და მათი აღზრდისთვის მშობლებს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა. განათლების რესურსცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, დღესვე უფროს მასწავლებლის სერთიფიკატი გადაეცა 20 პედაგოგს.
ზუგდიდში, ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოება გაიმართა
06/03/2019