სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პროექტ „მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS)“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ახალგაზრდების როლზე და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობაზე ისაუბრა.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა თბილისსა და რეგიონში – სამ სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი, და აჭარა. აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასა და მათ წახალისებას სოციალურ-პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. მომავალ ლიდერთა სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი და სხვა. პროგრამა გათვლილი არის 18-35 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული საკითხებით და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ მომავალ ლიდერთა სკოლაში.
ზუგდიდში ,,მომავალ ლიდერთა სკოლა“ გაიხსნა
15/02/2020