ზუგდიდში ვეტერანთა პარკი გაიხსნა

04/09/2019

ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მოეწყო სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. ახალი პარკი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან, ვეტერანებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. გახსნის ცერემონიალს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნუკრი ხასია და დავით ვერავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 250 ათას ლარზე მეტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0