ზუგდიდის სოფლებში დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

21/12/2016

ზუგდიდის სოფლებში დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სოფლების უმეტესობაში სადაც უხვმა ნალექმა ელექტრომომარაგება შეაფერხა აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.
ამ დრომდე ავარიულია ცაიშში 35 კილოვოლტი ელექტროგადამცემი ხაზი, სადაც აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკოსები ამჟამად მაღალი ძაბვის ანძის გამოცვლით სამუშაოებს აწარმოებენ, რიც შემდეგაც დაზიანებული ხაზების აღდგენა მოხდენა
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალიალის დირექტორი კახა ქიტესაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0