ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო რვა კურსი ფუნქციონირებს

24/02/2023

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ზუგდიდის ამერიკული კუთხის მიერ დაგეგმილ ახალ აქტივობებსა და პროგრამებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პრეს ატაშის მოადგილესთან კრის იარნთან ერთად გაეცნო. ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო რვა კურსი ფუნქციონირებს. კუთხემ უკვე დამატებით დაიწყო კომპიუტერისა და ბუღალტერიის შემსწავლელი უფასო გადამზადების კურსები. ცენტრში ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა და აუდიო ფონდი. ამერიკულ კუთხეში რამდენიმე კლუბი მოქმედებს, ასევე უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს ხმის ჩამწერი სტუდია. სახელმწიფო რწმუნებულმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის ამერიკული კუთხის ხელმძღვანელი სოფო კვარაცხელია და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ბესიკ არახამია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0