ზრდასრულთა განათლების ცენტრი შიდა ქართლის რეგიონში ამ ეტაპზე მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს

02/11/2023

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სასწავლო კურსების დასრულების შემაჯამებელ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელების დირექტორმა ნინო ბაბალაშვილმა კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორთან სალომე მუხიგულაშვილთან
ერთად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, შეაჯამა განვილილი სამუშაო პერიოდი და შეხვედრის სტუმრებს სამომავლო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს კი პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ზრდასრულთა განათლების ცენტრი შიდა ქართლის რეგიონში ამ ეტაპზე მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. დაინტერესეულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე სხვადასხვა პროფესიებს დაეუფლონ. გარდა ამისა, ცენტრი არაფორმალური განათლების კუთხით აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობირვ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გასულ წელს გაიხსნა. DVV International საქართველოს ოფისი 2006 წლიდან არის ჩართული საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრების დაფუძნებაში. ცენტრები დაფუძნებულია გერმანული სახალხო უნივერსიტეტების გამოცდილებასა და მეთოდოლოგიაზე, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასა და მოსახლეობის საჭიროებებზე. კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International საქართველოს სათაო ოფისის მიერ დაარსებული მე-14 ცენტრია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0