ზოდიაქოს სამი ავანტიურისტი ნიშანი, მათ, ვისაც სისხლში ადრენალინი უდუღს:
ვერძი – პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, გულუხვად აჯილდოებს ვერძებს თავგადასავლებისა და ფათერაკების სიყვარულით. ვერძს მოსწონს რისკი, თუმცა იშვიათად ატანს გონიერებას საკუთარ ქმედებებს და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის მორიგ სახიფათო თავგადასავალს. ამასთან ერთად, ვერძები შესაშური გამძლეობით გამოირჩევიან, სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მათ დაბადებიდან თან დაჰყვათ, ეხმარება ამ ხალხს ნებისმიერი განსაცდელის ან ტრავმის შემდეგ რეკორდულად მოკლე დროში დადგეს ფეხზე და …ისევ იმავე, ან უფრო უარეს ფათერაკებში გაჰყოს თავი.
ტყუპი – მას იმდენად სძულს მოწყენილობა და რუტინა, რომ მზადაა ნებისმიერი თავგადასავლისთვის. ტყუპი დუალური ნიშანია, ამიტომაც არიან ეს ადამიანები მუდმივ მოძრაობაში და ეძებენ სიახლეებს. მოსწონთ ახალი შთაბეჭდილებები, ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი სიმაღლეების დაპყრობა მორიგ მობეზრებამდე. ისინი კისრისტეხით ატარებენ მანქანას ან ხვდებიან სერიოზული კონფლიქტის ეპიცენტრში საკუთარი, ბასრი და ზედმეტად “მჭრელი” ენის გამო. თუმცა, გასაოცარი ოსტატობით ძვრებიან ხოლმე დაძაბული სიტუაციიდან და სხვების დაშოშმინებაც გამოსდით.
მორიელი – მისი ბუნება დესტრუქციული და მაქსიმალისტურია. მორიელს მოსწონს ნგრევა და შენება. ამიტომ სიმშვიდე, როგორც ასეთი მასზე მომაკვდინებლად მოქმედებს და უმალ იწყებს ბზარების კეთებას თუ ცხოვრებაში, თუ ურთიერთობაში. მისთვის მისაღები და მომხიბვლელია ბეწვის ხიდზე დგომა, სიკვდილთან ან აკრძალულ ემოციებთან პირისპირ. ხანდახან იგი სპეციალურად კარგავს საყვარელ ადამიანს საიმისოდ, რომ მომავალში მისი მოპოვება ბრძოლის, განცდებისა და ემოციების დიდ დოზად დაუჯდეს. ამ ხალხს მოსწონს ექსტრიმი, რის გამოც ხშირად ინტერესდებიან კრიმინალური სამყაროს სიღრმეებით, სახიფათო სპორტით ან ისეთი პროფესიებით, რომელიც მუდმივად დაძაბულ რეჟიმს და სიკვდილთან ბრძოლის აუცილებლობას ითვალისწინებს (მაშველი, კასკადიორი, ქირურგი).