ადამიანები თავისი ხასიათიდან გამომდინარე ტემპერამენტის სხვაობით გამოირჩევიან. ზოგი თუ ფიცხი და პირდაპირია, სხვა მორიდებული და ქვეშქვეშა შეიძლება იყოს. მზრუნველობის გრძნობაც ამ მხრივ ყველა მათგანს განსხვავებული დოზით აქვს გამოხატული. თუმცა, არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, ვის ხასიათშიც სხვებზე მზრუნველობის მოთხოვნილება განსაკუთრებულადაა გამოვლენილი ბავშვობის ასაკიდან.
კირჩხიბი – მთვარე, რომელიც კირჩხიბის ნიშანს მართავს, ამ ადამიანებს ანიჭებს თანაგრძნობის უნარს, კარგ ინტუიციასა და მოსიყვარულე ხასიათს. რის ხარჯზეც კირჩხიბები უზომოდ მზრუნველი და შინაურული ინდივიდები არიან. თუმცა კირჩხიბთან ურთიერთობისას უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ასე ისინი მხოლოდ ახლობელი ადამიანებისთვის იხარჯებიან.
უცხო ხალხს კი ერთობ ცივად ან საერთოდ არ ეკონტაქტებიან ზედმეტს.
ქალწული – ქალწულის ნიშნით დაბადებული ხალხი შინაგანად მომართულია ისე, რომ მუდმივად მუშაობენ. შრომა არის მათთვის სიცოცხლის არსი და მამოძრავებელი. აქედან გამომდინარე, ქალწულს მოსწონს სხვებზე ზრუნვა და საკუთარი ძალების რეალურ ქმედებაში განსახიერების მცდელობა. თუმცა კირჩხიბისგან განსხვავებით ქალწული არ გახლავთ ემოციურად თბილი ან სენსიტიური ნიშანი. იგი იზრუნებს თქვენზე, დაგაპურებთ, მოგივლით ავადმყოფს, თუმცა, თუკი თქვენ მისგან ჩახუტებას, კოცნას ან სხვა ტიპის სიყვარულის გამოვლინებას ელით უკანმოუხედავად გაგექცევათ.
თევზები – კირჩხიბის მსგავსად საოცრად თბილი, მოსიყვარულე და ემოციური ნიშანია. პლანეტა ნეპტუნი, რომელიც თევზებს მართავს, ამ ადამიანებში იწვევს შინაგან ქაოსს და ილუზიებს, რის გამოც თევზები ხშირად ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისგან აფერისტს და ადამიანს, ვისაც მათი დახმარება მართლა ჰაერივით სჭირდება. თევზის ნიშნით დაბადებულებიც საკმაოდ ბუტიები არიან, თუმცა ბრაზი მალე გადასდით და არავის ეუბნებიან უარს ემოციურ მხარდაჭერაზე.