ზვიად ჭუნაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებას დაესწრო

30/01/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი, გარდაბნის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ზემო თელეთის, წალასყურის, ახალწყალისა და მუხრანთელეთის მცხოვრებლებთან ერთად განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ზემო თელეთში, ახალწყალსა და მუხრანთელეთში მოეწყობა სკვერი საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო-სპორტული მოწყობილობებით. წალასყურში შემოიღობება ეკლესია, ქვემო თელეთში კი სასაფლაო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0