ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა

Wednesday October 27th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. ახლამა მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი მაქსიმუმს გააკეთებს და მუნიციპალიტეტს ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

“ვულოცავ ბატონ ვასილ გველესიანს და ასევე, იმერეთის მასშტაბით ცხრა მერს მათი უფლებამოსილების დაწყებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ეს ადამიანები იქნებიან ის პიროვნებები, რომლებიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გახდიან მუნიციპალიტეტებს, კიდევ უფრო წარმატებულს ვიდრე აქამდე იყო. ხოლო სამ კანდიდატს, სადაც ჩვენ მეორე ტური გვაქვს ქალაქებში, ვუსურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას” – ზვიად შალამბერიძე.

ვასილ გველესიანი წლების განმავლობაში იყო “ჯორჯიან მანგანეზის” ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0