ზვიად კვაჭანტირაძე, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანელ სტუმრებს შეხვდნენ

03/10/2017

ზვიად კვაჭანტირაძე, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მყოფ გერმანულ ორგანიზაცია “Ost trifft West – West trifft Ost e.V.”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქართულ-გერმანული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში საქართველოს ჩართულობაზე.
სტუმრები საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობისა და ურთიერთობების შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მარტო პოლიტიკურ ასპექტში, არამედ სხვადასხვა პროფესიულ დონეზეც.
„ჩვენი მხარე ყოველთვის მიესალმება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გასაღრმავებლად გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს“, -განაცხადა სოფო კილაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0