ზესტაფონში მოსწავლე – ახალგაზრდობის პარლამენტი ახალი მოწვევის სხდომაზე შეიკრიბა

10/10/2017

მოსწავლე – ახალგაზრდობის პარლამენტი ახალი მოწვევის სხდომაზე შეიკრიბა. მოსწავლეთა თვითმმართველობა 23 სკოლის 100 – ზე მეტ წევრს აერთიანებს. პირველ შეხვედრა პარლამენტარებმა მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პარლამენტის წევრები მომავალ სხდომაზე კომიტეტებს აირჩევენ. ახალგაზრდული პარლამენტი, ეროვნული პროექტია, რომლის მიზანია აქტიური, ნიჭიერი ახალგაზრდების ჩართვა იმიტირებულ საპარლამენტო სხდომებში

Tweet about this on TwitterShare on Facebook0