ზესტაფონში, ბარნოვის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო

26/10/2016

ბარნოვის ქუჩაზე საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო საფარის აღდგენას ქუჩის 700 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება. პროექტის მიხედვით საავტომობილო გზის ერთ ნაწილში, სახანძრო სამსახურისა და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარი დაიგება. ბარნოვის ქუჩას 80 იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები. გზის კეთილმოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტაციის პროცესს „საპოვნელა +“ ახორციელებს. მხოლოდ 2016 წელს მუნიციპალიტეტმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელა. წლის ბოლომდე ასევე ღამბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0