ახალი ავტომაგისტრალი ძირულა – მოლითი – ფონა – ჩუმათელეთის 50 კმ გზის მშენებლობა იწყება. საავტომობილო გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. საპროექტო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაქირავებული გერმანული კომპანია „ კოქს კონსალტი“ ახორციელებს. საპროექტო – საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ძირულის მოსახლეობას შეხვდნენ და ახალი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია მოაწყვეს. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.
ზესტაფონში ახალი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო
21/06/2017