„ზესტაფონობა 2019“ – ის სახალხო დღესასწაულზე გიგანტური ზომის ხაჭაპური გამოაცხვეს.

Sunday October 27th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ზესტაფონობა 2019“ – ის სახალხო დღესასწაულზე გიგანტური ზომის ხაჭაპური გამოაცხვეს. ორდღიანი სახალხო ზეიმი ზესტაფონში გრძელდება. ზესტაფონობის ერთ – ერთი მთავარი ატრიბუტი გიგანტური ზომის ხაჭაპური გახლდათ, რომელიც საგანგებოდ, ამ დღისთვის გამოაცხვეს. ხაჭაპურის დაჭრაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და რწმუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილიც ჩაერთვნენ, რომლებიც ზესტაფონში გამართულ ღონისძიებებს დილიდან ესწრებიან.
„ზესტაფონობა 2019“ – ის ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა – ძიუდოში. მიმდინარეობს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია. ღონისძიებების მიმდინარეობისას დაგეგმილია „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა დაჯილდოვება. სახალხო ზეიმი გალა კონცერტით დასრულდება. დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლი „ფორტე“ და ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ. ზესტაფონში გამართულ სახალხო დღესასწაულებს, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების – ტაურაგეს, ტჩევის და კირიათ ბიალიკის პირველი პირები ესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0