2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილეები,საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ზაზა ფერაძის მემორიალთან შეიკრიბნენ და გვირგვინებით შეამკეს იგი. მამა დავითმა ზაზა ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს შორაპანში დაიბადა. 2008 წლის 7 აგვისტოს ზაზა ფერაძე ფრონტის ხაზზე დაჭრილი თანამებრძოლების დახმარებისას დაიღუპა, როცა ის მესამედ შებრუნდა ბრძოლის ველზე. ზაზა ფერაძე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ზესტაფონის ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
08/08/2017