ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

20/09/2018

ქალაქის ცენტრალური მოედანი, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარეობს, შემოიღობა და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე მთლიანად 635 951 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, რომელსაც შპს “ნიკარემსტროი“ ასრულებს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

„სულ მალე ზესტაფონს ექნება სრულიად განახლებული, ცოცხალი და მრავალმხრივ დატვირთული ცენტრალური მოედანი. უკვე მიმდინარეობს სრული რეკონსტრუქცია: მთელ პერიმეტრზე დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება შადრევანი, მოეწყობა მწვანე ზოლი; იქნება თანამედროვე განათება, სკულპტურები და სკამები“ – განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის მოწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0