ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უხვად მოსული ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოინახულეს. 5 ივლისს მოსული ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, კერძო მფლობელობაში არსებული საყრდენი კედელი, მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე სისტემები, ჩამოირეცხა სოფლის გზები. დაიტბორა აღმაშენებლის ქუჩა. ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე სანიაღვრე სისტემა ათეულობით წლებია გამოსულია მწყობრიდან, რომელიც უხვად მოსული ნალექის დროს ვერ უძლებს დატვირთვას და მუდმივად იტბორება. გამგეობამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ორჯერ გამოაცხადა ტენდერი დაზიანებული სისტემის მოსაწესრიგებლად. ტენდერი არ შედგა. გამგეობამ უკვე მესამედ გამოაცხადა ტენდერი. თუ ტენდერი მესამედაც არ შედგება, მაშინ კანონის შესაბამისად გამგეობა უფლებამოსილია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აწარმოოს სამუშაოები,რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს სისტემის მოწესრიგება. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღრიცხვა, რომლის შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ნალექის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღრიცხვას აწარმოებს
06/07/2016