ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

09/04/2016

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. მათ გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა მუნიციპალიტეტში დილიდან დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ საკათედრო ტაძრიდან 9 აპრილის სახელობის სკვერისკენ მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძე სასულიერო პირებსა და მოსწავლე – ახალგაზრდებთან ერთად იღებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0