ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი ოქტომბერში გაიხსნება

02/10/2017

მეორე სვირში საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის მშენებლობა სრულდება. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე მეორე სვირსა და მის მიმდებარე სოფლებს ოქტომბრის თვიდან მომემსახურება. შორაპნის შემდეგ, უკვე მეორე სვირის ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლიდან გაუსვლელად 200 – ზე საჯარო და კერძო სერვისით სარგებლობას შეძლებს. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება. მეორე სვირში მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0