ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დამსახურებულ ექიმს 8 მარტი მიულოცა

08/03/2017

ქალთა დღესასწაული 8 მარტი დამსახურებულ ექიმს, ნინო სოფრომაძეს გამგებლის მოადგილეებმა ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ვახტანგ ღამბაშიძემ მიულოცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მილოცვასთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით ნინო სოფრომაძეს მადლობის სიგელიც გადასცეს. „ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ხალხისა და ერის საკეთილდღეოდ გაწეული ღვაწლისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“ – ნათქვამია სამადლობელ სიგელში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0